სტატისტიკა

Friday, December 26, 2014

ახალი წლის ტრადიციები

                

                         ლეგენდები ნაძვის ხის მორთვასთან დაკავშირებით

   
            
     ალბათ ბევრმა არ იცის რატომ ვრთავთ საახალწლოდ მაინც და მაინც ნაძვის ხეს, რომელსაც კათოლიკურ სამყაროში საშობაო ხეს უწოდებენ.
   ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა სამების (მამა, ძე და სულიწმინდის კავშირი) არსი. ამგვარად, მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა წმინდა სამების დაკავშირება. ასე იქცა ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ ევროპაში, შემდეგ კი მთელს ქრისტიანულ სამყაროში.
ნაძვის ხის, როგორც ქრისტიანული შობის სიმბოლოს გამოჩენის კიდევ ერთი ვერსია უკავშირდება გერმანელი მისიონერის, წმინდა ბონიფაცის სახელს. VI სუკუნეში, წარმართებთან ქრისტიანობის ქადაგების დროს მისიონერმა მოჭრა მათი ღვთაების, ტორისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მუხა. წმინდა ბონიფაცის ამით უნდოდა ეჩვენებინა წარმარტული ღმერთების უძლურება. დაცემისას მუხამ ყველა ხე წააქცია, გადარჩა მხოლოდ ერთი ნაძვი. აქედან მოყოლებული, იქცა ნაძვი შობის სიმბოლოდ ცენტრალური ევროპის ტომებში.
    
    

   არის კიდევ ერთი ლამაზი ლეგენდა, რომლის მიხედვით, როდესაც იესო დაიბადა, ყველა ხემ მიართვა ძღვენი ახალშობილ უფალს: ბლის ხემბალი, ვაშლის ხემვაშლი და .. მხოლოდ ნაძვი იდგა და ჩუმად ტიროდა, ვერ ბედავდა ახალშობილთან მიკარებას, რადგან ეშინოდა არ დაეკაწრა. იესომ შეიწყალა საბრალო ნაძვი და ტკბილეულით და სათამაშოებით დაამშვენა. ამიტომაც ვრთავთ ნაძვის ხეს შობის აღსანიშნად.
 ერთ_ერათი ლეგენდა პროტესტანტული ქრისტიანობის სულის ჩამდგმელს მარტინ ლუთერსაც უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით მარტინ ლუთერი დათოვლილ ნაძვნარში მიდიოდა, თოვლს მთვარის შუქი ეცემოდა და ისე ბრწყინავდა, როგორც მოლივლივე ზღვა მზის ჩასვლისას. ლუთერი აღაფრთოვანა პეიზაჟის მშვენიერებამ. მან მარადმწვანე ხე მოჭრა სახლში წაიღო და სანთლებით მორთო. ამის შემდეგ კი, ლუთერანულ ეკლესიაშიც დადგეს წინასაშობაოდ და წარმოიშვა საახალწლოდ ნაძვის მორთვის ლამაზი ტრადიცია.
  ნაძვის ხეს ჯერ თხილით, კამფეტებითა და მორთული კვერცხებით ამშვენებდნენ. პირველი მინის ბურთულა კი XVII-ის დასაწყისში შექმნეს თიურინგიაში (გერმანია).
   


    მაგრამ ისიცაა ცნობილი, რომ ნაძვამდე სხვადასხვა ქვეყნებში სხვა ხეებს რთავდნენ. არსებობდა მუხის მორთვის ტრადიციაც. ტყეში ერთ დიდ მუხას აარჩევდნენ და იმას ამშვევებდნენ ფერად ფერადი მოართავებით. ტროპიკულ ქვეყნებში კი არსებობდა პალმის მორთვის ტრადიცია. ცხელ ქვეყნებში სადაც ნაძვი ვერ ხარობს გაქრისტიანებული მოსახლეობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პალმას რთავდნენ. მაგრამ ეს პრობლემა დღეისათვის მოგვარებულია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი  ხელოვნური ნაძვის ხე.


    ბოლოს კი მოგიყვებით ქართულ ტრადიციულ საახალწლო ატრიბუტზე .ეს  არის ჩიჩილაკიიჩილაკი საახალწლო სიმბოლოდ ითვლება.  გასულ საუკუნებში გურიასა და სამეგრელოში ჩამოყალიბდა ტრადიციასაახალწლოდ ოჯახებში დაედგათ ჩიჩილაკი
   გურიაში, სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევადღესაც, ნაძვის ხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ.

 წმინდა ბასილი დიდს ,,ქართული ნაძვის ხე” – ჩიჩილაკი უკავშირებდა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერსეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებსაუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.

ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს და კარგავს რიტუალური ნივთის ფუნქციას. იგი ახალი წლის დეკორატიულ სამშვენისს წარმოადგენს



           

       საახალწლო ტრადიციები საქართველოში 
     საქართველო პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამიტომ აქ, მის სხვადასხვა რეგიონში, ახალი წლის შეხვედრის განსხვავებული ტრადიციები და რიტუალები არსებობს. თუმცა, არის რამდენიმე დეტალი, რომელიც საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის აუცილებელი ატრიბუტია. ერთ–ერთი მათგანია თოვლის პაპა (ბაბუა), რომელიც მიუხედავად ევროპული სანტა კლაუსების მოჭარბებისა, ჩვენში მაინც წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის ერთ–ერთ მთავარ ატრიბუტად რჩება.  
    საქართველოში საუკუნეებია არსებობს მეკვლეს ტრადიცია, რომლის არჩევასაც ოჯახი ძალიან მნიშვნელოვნად თვლის, რადგან სწორედ მეკვლეზე და მის ფეხბედნიერობაზე დამოკიდებული მომავალი წლის ხვავი, ბარაქა და ბედნიერება ოჯახში. მეკვლეს საახალწლო ხონჩით ხვდებიან. სხვადასხვა კუთხეებში, მისი მიღების განსხვავებული წესები არსებობს. უძველესი ქართული საახალწლო ტრადიციები, განსაკუთრებით კარგად საქართველოს მთიან რეგიონებშია შემორჩენილი.    
     მაგალითად, სვანეთში დღემდე არსებობს ასეთი წესები: ახალი წლის ღამეს, სვანები სურსათით სავსე გიდელს ჭიშკარზე ჩამოკიდებენ. ეს გიდელი სპეციალურად მეკვლესთვისაა განკუთვნილი. ხევსურები საახალწლოდ არაყს ხდიან, ლუდს ხარშავენ, ბედის კვერებს აცხობენ, სადაც სხვადასხვა ფიგურები, მათ შორის, ჯვარი, ადამიანი, ცხენი, ქერის თავთავია გამოსახული. ხევსური მამაკაცები ახალ წელს ხატში იკრიბებიან.
    ქართლში ტრადიციად იყო ბასილას ქანდაკების გამოცხობა, ასევე, ოჯახის წევრებისათვის ბედის კვერი. ბედის კვერს შინაურ ცხოველებსაც უცხობდნენ. საახალწლო ხონჩას აქ "აბრამიანს" უწოდებენ.
   სამეგრელო–გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და სროლით ეგებებიან. ეს საახალწლო ტრადიციები დაწვრილებით არის აღწერილი სხვადსხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებებში, რომელნიც წარმოშობით ამ რეგიონებიდან იყვნენ. განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოსგან, დასავლეთში ჩიჩილაკის ტრადიციაა, რომელსაც დასავლეთში ყველა ოჯახში შეხვდებით.
   რაჭველები ახალ წელს ბაჭულებით ხვდებიან. „აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერია"-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ“.     






პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარს სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში წნელი უჭირავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს,  საქმროს იპოვის.
ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები - ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან,  ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.
ირლანდიაში ახალი წლის ღამეს საკუთარი სახლის კარს აღებს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს,  სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას სვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს '' მშვიდობა ამ ხალხს და მთელ მსოფლიოს'' შესვამენ!
ინგლისში მეოცე საუკუნემდე შემორჩა ყველაზე ორიგინალური ჩვეულება. ვინც წლის ბოლოს დადებდა ფიცს, რომ მთელი წლის მანძილზე არ წაეჩხუბებოდა მეუღლეს. ის ქალაქის ხარჯზე ჯილდოდ იღებდა ღორის ბარკალს, 1144 წლიდან 1908 წლამდე ასეთი ჯილდო მიუღია 8 მამაკაცს
იაპონიაში ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას
ჩეხეთსა და სლოვაკეთში შობის დღესასწაულს მოუთმენლად ელიან გასათხოვრები. ისინი ხომ შობის ღამეს შეიტყობენ, გათხოვდებიან თუ არა ამ წელს! ამას ამცნობს ოთახის ქოში, რომელიც უნდა გადააგდონ თავს უკან. თუ ქოში წვერით დავარდა,  საქმრო მალე გამოჩნდება, თუ ქუსლით – გოგონას კიდევ ერთი წელი მოუწევ
ტალიაში საახალწლო ტრადიციებს ძირითადად სოფლებში იცავენ. შობის წინა დღეს სადილობამდე მუშაობენ, ნასადილევს რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ საჩუქრებს. ძველი ჩვეულებით,  საჩუქრები უნდა მიუტანონ მოხუც ქალს, რომელსაც ის ახალი წლის შემდეგ დაარიგებს.
ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული “მსოფლი ზარის” საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და ნახშირით დასვრა. ეს ტრადიცია ბედიერების მომტანად მიაჩნდათ.
ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი  სანტა კლაუსის  ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის "პაპას"  მაინც აქვს ტრადიციული სანტა კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5–6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ,  უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა,  შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.


No comments:

Post a Comment